„აქსის თაუერსი“ – თბილისი
„აქსის თაუერსი“ - თბილისი 2021-2022
გამოწვევა(ები):
❖ ბოლის კონტროლის სისტემა, მეხანძრის დამატებითი სამართავი პანელით – მეხანძრე ჯგუფის ბოლის კონტროლის ალგორითმში ჩარევის შესაძლებლობით, კრიტიკული სიტუაციებისთვის, რაც ზრდის შენობის უსაფრთხოების დონეს;
❖ საქვაბისა და „ჩილერები“ სისტემის წარმადობის მართვა, მაღალი ენერგო ეფექტურობის მისაღწევად;
შესრულებული სამუშაოები:
◆ შენობის ავტომატიზაციის სისტემა. შემდეგი სისტემების ავტომატიზაცია:
– სავენტილაციო სისტემა;
– საქვაბე – ბუნებრივ აირზე მომუშავე ქვაბები, 0.5-1.5 MW;
– „ჩილერების“ სისტემა; ჰაერი-წყალი ტიპის „ჩილერები“, 1.5MW თითო;
– თბილი წყლის დამზადების კვანძი;
– წყლის საცირკულაციო და დამწნეხი სადგური;
– წყლის რეზერუარების სისტემა – საერთო და სახანძრო სისტემებისთვის;
– ხანძარქრობის სატუმბი სადგური;
◆ „ბოლის კონტროლი“ ცენტრალიზებული სისტემა – სახანძრო და ბოლის დამპერები, დამწნეხი და გამწოვი ვენტილატორები, ჰაერის დიფერენციული წნევის შემნარჩუნებელი სისტემა;