შენობის ავტომატიზაციის მეშვეობით შესაძლებელია სრული ელექტრო  სისტემის და  მექანიზმების კონტროლი.

კომპანია ჭკვიანი სახლი გთავაზობთ : ოფისის და  სასტუმროს  ავტომტიზაციას .


ოფისის ავტომატიზაცია

საოფისე ფართის ავტომატიზაცია  მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს თქვენი ოფისის  კომფორტულად მართვას და დროის ეკონომიას,  ასევე მოგცემთ ფინანსურ სარგებელს რადგან ავტომატიზირებულ შენობაში ელექტროენერგიის ხარჯი გაცილებით ნაკლებია ვიდრე მის კლასიკურ ვარიანტში .

კომპანია ჭკვიანი სახლი თქვენი ოფისის ოპტიმიზირებისთვის გთავაზობთ :

  • განათების კონტროლი– იმისთვის რომ მაქსიმალურად კომფორული იყოს ოფისში მუშაობა , იმისდა მიუხედავად, ზამთარია თუ ზაფხული ფანჯრის მიღმა, თქვენ შეგიძლიათ აკონტროლოთ „ჭკვიანი“ შუქი. ტექნოლოგია საშუალებას იძლევა შეიცვალოს სინათლის ტემპერატურა დროის მონაკვეთის მიხედვით  რათა შეიქმნას ოპტიმალური სამუშაო გარემო.
  • დროის ეკონომია– „ცენტრალური გამორთვის“ სცენა ოფისის ავტომატიზაციის ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური ფუნქციაა . ამ რეჟიმის წყალობით თქვენ აღარ მოგიწევთ ოფისის ტერიტორიის შემოვლა და სათითაოდ ყველა მოწყობილობის გათიშვა, ფანჯრებისა დახურვა ან შუქის ჩაქრობა. საკმარისია მხოლოდ რამდენიმე ღილაკის დაჭერა და ავტომატიზირებული სისტემა ყველაფერს თავად შეამოწმებს ყოველგვარი დახმარების გარეშე.
  • ვიდეო მეთვალყურეობის და დაშვების სისტემა-საოფისე ფართის უსაფრთხოება, სადაც როგორც წესი, განთავსებულია უამრავ ძვირადღირებულ ტექნიკას და  მნიშვნელოვანი დოკუმენტაციას , რა თქმა უნდა  აუცილებელია. ავტომატური განგაშის სისტემის წყალობით, აღარ უნდა გეშინოდეთ თქვენი კომერციული ფართის ტერიტორიაზე უნებართო  შეღწევის. გარდა იმისა, რომ დარწმუნებული იქნებით თქვენი ოფისის უსაფრთხოებაში, ასევე გექნებათ  ვიდეო მონიტორინგის შესაძლებლობა , თუნდაც არ იმყოფებოდეთ ტერიტორიასთან ახლოს .

სასტუმროს ავტომატიზაცია

 სასტუმროს ყველა მეპატრონისთვის ცნობილია ის ფაქტო , რომ   მისი წარმატება დიდწილად დამოკიდებულია იმაზე თუ რამდენად კომფორტულად იგრძნობს სტუმარი თავს  .

კომპანია „ჭკვიანი სახლი“  გთავაზობთ სასტუმროს ავტომატიზაციის შემდეგ სერვისებს :

  • განათების კონტროლი ( სინათლის ავტომატური ჩართვა/ გამორთვა, სინათლის ნაკადის, სიკაშკაშის რეგულირება);
  • კლიმატის კონტროლი (იქ სადაც დამონტაჟებულია კლიმატის კონტროლის ავტომატიზირებული სისტემა, ყოველთვის კომფორტული, სასიამოვნო და მყუდრო გარემოა, არ აქვს მნიშვნელობა გარეთ ცუდი ამინდია თუ ზაფხულის ცხელი დღეა);
  • გაჟონვის კონტროლი (კვამლის, წყლის და გაზის სენსორები დაგეხმარებათ თავიდან აირიდოთ გაუთვალისწინებელი საფრთხე . ონლაინ მონიტორინგის საშუალებით თქვენ მაშინვე მიიღებთ შეტყობინებას ნებისმიერი მოწყობილობის გაუმართაობის შესახებ. )

კომპანია ჭკვიანი სახლი სასტუმროს სრულ ავტომატიზაციასთან ერთად გთავაზობთ მსოფლიო წამყვანი ბრენდების პროდუქციას

 

 

 

“ჭკვიანი სისტემის” შესაძლებლობები

არამარტო კომფორტულ საცხოვრებელ პირობებს ქმნის

არამედ სასტუმროს მეპატრონესაც უადვილებს ბიზნესის მართვას.

en_GBEnglish
ka_GEGeorgian en_GBEnglish
Wishlist 0
Continue Shopping